четверг, 26 мая 2016 г.

პირველი -მეორე დღის რეფლექსია

22-26 მაისს გავიარეთ ტრენინგის ,,პროექტებით სწავლება ისტ-ის  გამოყენებით" პირველი -მეორე დღე. ტრენინგის პირველ დღეს ზოგადად  გავიაზრეთ ,რა მნიშვნელობა  ჰქონდა პროექტებით სწავლებას  სწავლების პროცეში, განვიხილეთ  პროექტის სახეები , გრძელვადიანი და მოკლევადიანი  პროექტები. შევქმენით საქაღალდე, სადაც ტრენინგის მიმდინარეობისას საჭირო ყველა რესურსს მოვუყრით თავს. პირველი დღის დასასრულს მოგვეცა დავალება , მომდევნო შეხვედრისათვის  მოვიტანოთ პროეტის იდეა და შესაბამისი აქტივობები , თუ რას გავაკეთებთ პროექტის მიმდინარეობისას.

ტრენინგის მეორე დღე-26 მაისი- ტრენინგის დასაწყისში ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარებთ იდეები, თუ რა პროექტს ვგეგმავთ, რა აქტივობები დავგეგმეთ, ტრენერმა მოგვცა მითითებები , ჩაგვისწორა აქტივობები, მოვისმინეთ მონაწილეების შენიშვნები, ვისწავლეთ ბროშურებისა და გაზეთების  მომზადება. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და შესაბამისი მასალის განთავსება ბლოგზე.დღე იყო ძალიან საინტერესო და სამუშაოებით დატვირთული.



Комментариев нет:

Отправить комментарий