29 მაისი-ძალიან კარგი სამუშაო დღე გვქონდა . ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებსა და საშუალებებზე. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტის შეფასების შესაბამის მეთოდებზე , თუ რამდენად შეესაბამებოდა საშუალება მეთოდს , მივიღეთ კოლეგებისაგან უკუკავშირი.შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების საჭირო ინსტრუმენტების რუბრიკები.
воскресенье, 29 мая 2016 г.
суббота, 28 мая 2016 г.
მესამე დღის რეფლექსია
28 მაისი ტრენინგის მესამე დღე- ეს დღე განსაკუთრებულად იყო დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით. ვიმსჯელეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის მიზანზე , თუ რომელ სტანდარტებზე და 21 -ე საუკუნის რა უნარებზე უნდა გავიდეთ. აქტივობები გამომდინარეობდეს მიზნიდან. დაგეგმვის დროს უნდა გავითვალისწინოთ თუ რომელ საგნობრივ მიმართულებებზე გავდივართ. ჯგუფში განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია , მივიღეთ უკუკავშირი.
четверг, 26 мая 2016 г.
პირველი -მეორე დღის რეფლექსია
22-26 მაისს გავიარეთ ტრენინგის ,,პროექტებით სწავლება ისტ-ის გამოყენებით" პირველი -მეორე დღე. ტრენინგის პირველ დღეს ზოგადად გავიაზრეთ ,რა მნიშვნელობა ჰქონდა პროექტებით სწავლებას სწავლების პროცეში, განვიხილეთ პროექტის სახეები , გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროექტები. შევქმენით საქაღალდე, სადაც ტრენინგის მიმდინარეობისას საჭირო ყველა რესურსს მოვუყრით თავს. პირველი დღის დასასრულს მოგვეცა დავალება , მომდევნო შეხვედრისათვის მოვიტანოთ პროეტის იდეა და შესაბამისი აქტივობები , თუ რას გავაკეთებთ პროექტის მიმდინარეობისას.
ტრენინგის მეორე დღე-26 მაისი- ტრენინგის დასაწყისში ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარებთ იდეები, თუ რა პროექტს ვგეგმავთ, რა აქტივობები დავგეგმეთ, ტრენერმა მოგვცა მითითებები , ჩაგვისწორა აქტივობები, მოვისმინეთ მონაწილეების შენიშვნები, ვისწავლეთ ბროშურებისა და გაზეთების მომზადება. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და შესაბამისი მასალის განთავსება ბლოგზე.დღე იყო ძალიან საინტერესო და სამუშაოებით დატვირთული.

Подписаться на:
Сообщения (Atom)