четверг, 16 июня 2016 г.

კურსის რეფლექსია


22 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით გავიარეთ ინტელის პროექტების სწავლების კურსი ისტ-ის ინტეგრირებით. ტრენინგი მოიცავდა 9 სამუშაო დღის 36 საკონტაქტო საათს.ტრენინგის ყოველი შეხვედრა იყო სამუშაო პროცესებით დატვირთული ,ყოველი შეხვედრიდან მიგვქონდა საინტერესო იდეები შემდგომი სამუშაო პროცესების უკეთ წარმართვისათვის. ვფიქრობ მასწავლებლისათვის აუცილებელია ასეთი ტრენინგმოდულების გავლა, სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით.ტრენინგის მსვლელობისას ჩემი პროექტის ფარგლებში შევქმენი  საქაღალდე, რომელშიც თავი მოვუყარე ყველა იმ სჭირო რესურსებს ,რაც პროექტის მსვლელობისას გამოვიყენე.

среда, 15 июня 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია


15 ივნისია - შევაჯამეთ და ერთმანეთს გავუზიარეთ ჯგუფის წევრებმა პროექტის გეგმები ,გავაკეთეთ შესწორებები. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. განვიხილეთ როგორ ვიმუშაოთ სსმ მოსწავლეებთან. კოლეგებისგან მივიღეთ უკუკავშირი. დიდი მადლობა ტრენერს იმ ენერგისა და ძალისხმევისათვის , რასაც ჩვენთან ხარჯავს.

воскресенье, 12 июня 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს 12 ივნისია- ძალიან დატვირთული დღე გვქონდა . ვიმუშავეთ აქტივობის შესაბამის რუბრიკებზე და ჩეკლისტებზე. მასალა ძალიან ვრცელია , ძნელია ამდენი ინფორმაციის დამახსოვრება , ნამდვილად დავიღალე. ნათქვამია ,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების" -ბოლოს და ბოლოს სად არის ეს კენწერო????

суббота, 11 июня 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

11 ივნისი-განვიხილეთ და შევაჯერეთ პროექტის  პრეზენტაცია, მივიღეთ უკუკავშირი, ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრების შექმნაზე. ვისწავლეთ  ფაილის ინტეგრირება, ბლოგზე ნამუშევრების ჩაშენება და მისი გამოქვეყნება.

суббота, 4 июня 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

4 ივნისი-აინტერესო დღე გვქონდა .  განვიხილეთ პროექტის გეგმები, ჩავინიშნეთ კოლეგების შენიშვნები, ვიმუშავეთ უკუკავშირის ფორმებზე, გავეცანით საავტორო უფლებების ნორმებს , შევქმენით ჩვენი პროექტისათვი საჭირო ბიბლიოგრაფია. პროექტის პრეზენტაციის შაბლონი გავამზადეთ.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

29 მაისი-ძალიან კარგი სამუშაო დღე გვქონდა .  ვიმსჯელეთ  შეფასების მეთოდებსა და საშუალებებზე. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტის შეფასების  შესაბამის მეთოდებზე , თუ რამდენად შეესაბამებოდა  საშუალება მეთოდს , მივიღეთ კოლეგებისაგან უკუკავშირი.შევქმენით მოსწავლეთა  საჭიროებების შეფასების საჭირო ინსტრუმენტების რუბრიკები.

суббота, 28 мая 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

28 მაისი ტრენინგის მესამე დღე- ეს დღე განსაკუთრებულად იყო დატვირთული  პრაქტიკული სამუშაოებით. ვიმსჯელეთ  ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის  მიზანზე , თუ რომელ სტანდარტებზე და 21 -ე საუკუნის რა უნარებზე უნდა გავიდეთ. აქტივობები გამომდინარეობდეს მიზნიდან. დაგეგმვის დროს  უნდა გავითვალისწინოთ თუ რომელ საგნობრივ მიმართულებებზე გავდივართ. ჯგუფში  განვიხილეთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვები. ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია , მივიღეთ უკუკავშირი.

четверг, 26 мая 2016 г.

პირველი -მეორე დღის რეფლექსია

22-26 მაისს გავიარეთ ტრენინგის ,,პროექტებით სწავლება ისტ-ის  გამოყენებით" პირველი -მეორე დღე. ტრენინგის პირველ დღეს ზოგადად  გავიაზრეთ ,რა მნიშვნელობა  ჰქონდა პროექტებით სწავლებას  სწავლების პროცეში, განვიხილეთ  პროექტის სახეები , გრძელვადიანი და მოკლევადიანი  პროექტები. შევქმენით საქაღალდე, სადაც ტრენინგის მიმდინარეობისას საჭირო ყველა რესურსს მოვუყრით თავს. პირველი დღის დასასრულს მოგვეცა დავალება , მომდევნო შეხვედრისათვის  მოვიტანოთ პროეტის იდეა და შესაბამისი აქტივობები , თუ რას გავაკეთებთ პროექტის მიმდინარეობისას.

ტრენინგის მეორე დღე-26 მაისი- ტრენინგის დასაწყისში ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარებთ იდეები, თუ რა პროექტს ვგეგმავთ, რა აქტივობები დავგეგმეთ, ტრენერმა მოგვცა მითითებები , ჩაგვისწორა აქტივობები, მოვისმინეთ მონაწილეების შენიშვნები, ვისწავლეთ ბროშურებისა და გაზეთების  მომზადება. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და შესაბამისი მასალის განთავსება ბლოგზე.დღე იყო ძალიან საინტერესო და სამუშაოებით დატვირთული.